სოფელ მისაქციელში ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდა

სოფელ მისაქციელში ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდა.

კომპანია ~ენერგო-პრო ჯორჯიას~ ინფორმაციით, სოფელში 800 აბონენტს თანამედროვე ტიპის ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინდივიდუალური მრიცხველები დაუმონტაჟდა. პროექტის ღირებულებამ 240 000 ლარი შეადგენა.

აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანება რამდენიმე დღეში დასრულდება ჩაქვშიც, სადაც კომპანია 1 265 აბონენტს გაამრიცხველიანებს. პარალელურად გამრიცხველიანების სამუშაოები გრძელდება ნიკორწმინდაში, ძეგვში, ვარციხეში, ფასანაურში, სურამში, ინგირში, წაღვერსა და ბაკურიანში.

2011 წლის ივლისამდე ინდივიდუალურად გამრიცხველიანდება ~ენერგო-პრო ჯორჯიას~ კიდევ 120 000 აბონენტი. ამ დროისთვის კომპანიის მიერ გამრიცხველიანებული აბონენტების რაოდენობა 400 000-მდე აბონენტს შეადგენს. რეგიონების ინდივიდუალური გამრიცხველიანება მთლიანად სამ წელში დასრულდება.

ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ გულისხმობს აბონენტებისთვის მხოლოდ მრიცხველის მონტაჟს. ეს პროცესი მოიცავს ქსელის მასშტაბურ რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც მთლიანად იცვლება ამორტიზირებული კაბელები ახალი სადენებით, ძველი ხის ბოძები - ახალი რკინაბეტონის ბოძებით, რემონტდება სატრანსფორმატორო პუნქტები და მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა.