კახეთის რეგიონში 32 ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
გუშინდელი სტიქიის შედეგად, კახეთის რეგიონში 32 ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
დენი არ მიეწოდება გურჯაანსა და რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 70–მდე სოფელს.
ძლიერმა ქარმა და წვიმამ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და ტრანსფორმატორები, დაწყვიტა სადენები, წააქცია საყრდენები.
ადგილზე მობილიზებულნი არიან "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" ქსელია ექსპლუატაციის სამსახურის ჯგუფები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები

























