ლადო ვარძელაშვილის სხვა თანამდებობაზე გადაყვანა მხარის ადმინისტრაციისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა
შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის, ლადო ვარძელაშვილის სხვა თანამდებობაზე გადაყვანა მხარის ადმინისტრაციისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ამ საკადრო ცვლილებების შესახებ მათ ბოლო წუთამდე არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ.
"პროცედურულად რწმუნებულის მოვალეობას საჭიროების შემთხვევაში დროებით ასრულებს მისი მოადგილე", - განუმარტეს "ინტერპრესნიუსს" შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში.
შიდა ქართლის რწმუნებულს ამჟამად ორი მოადგილე ჰყავს. პირველი მოადგილეა გიორგი ავალიანი, ხოლო მეორე მოადგილე ზურაბ ჩხეიძე. ლადო ვარძელაშვილის მოვალეობას, სავარაუდოდ, დროებით გიორგი ავალიანი შეასრულებს, თუმცა სამხარეო ადმინისტრაციას ჯერჯერობით არ გამოუცია შიდა განკარგულება, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს პრეზიდენტის რწმუნებულის მოვალეობების დროებითი შემსრულებლის დანიშვნა.
ლადო ვარძელაშვილი ახალი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელად დაინიშნა.

























