ბათუმში საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობაზე კონფერენცია ჩატარდება

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 2-3 ივლისს, ბათუმში კონფერენციას გამართავს, თემაზე: "საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობა".

ღონისძიებაზე გაკეთდება მოხსენებები რეფორმის ძირითად მიმართულებებზე, კონსტიტუციის ახალ რედაქციის პრეამბულაზე, საკონსტიტუციო კომისიის ძირითად უფლებებზე, პრეზიდენტის ინსტიტუტზე, პარლამენტზე, მთავრობაზე, სასამართლო ხელისუფლებაზე საბაზისო პროექტის მიხედვით.

საუბარი შეეხება ასევე ადგილობრივ თვითმმართველობას კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით.

აღნიშნულ საკითხებზე გაიმართება დისკუსია.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი და კომისიის წარმომადგენლები.