საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებული მორიგი რეგიონული შეხვედრა გარდაბანში გაიმართება
საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებული მორიგი რეგიონული შეხვედრა დღეს გარდაბანში გაიმართება.
საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის, "ჰოლანდიის ინსტიტუტის - მრავალპატიული დემოკრატიისთვის" და "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლები შეხვდებიან ადგილობრივი ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
განიხილება "ჰოლანდიის ინსტიტუტის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" საქმიანობა საკონსტიტუციო რეფორმის მხარდასაჭერად.
გაიმართება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული პროექტის წარდგენა, რომელიც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობას და ტერიტორიულ მოწყობას, ასევე, მმართველობის სისტემებსა და ძალთა ბალანსს მმართველობაში.
მგავსი შეხვედრა უკვე გაიმართა გორსა და რუსთავში.
ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება კი წელიწადში ორჯერ იმართება.

























