ოზურგეთში კულტურისა და დასვენების პარკის დირექტორის მოადგილე დაჭრეს

ოზურგეთში კულტურისა და დასვენების პარკის დირექტორის მოადგილე, 58 წლის თეიმურაზ ვაჩეიშვილი ამავე პარკში დაჭრეს. მას ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული.

ინციდენტი ორი დღის წინ, დაახლოებით, 22.00 საათისთვის მოხდა. ვაჩეიშვილი ოზურგეთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ოზურგეთიდან იუწყება, კულტურისა და დასვენების პარკის დირექტორი ავთანდილ სირბილაშვილი პირად ანგარიშსწორებას გამორიცხავს.

მისი თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ახალგაზრდა მამაკაცმა სათამაშოებს ფეხი მოუქნია, როგორც ჩანს, ვაჩეიშვილმა მიუთითა, რატომ აკეთებო და შელაპარაკება მოხდა.

ინციდენტის მონაწილე ახალაგაზრდა ჯერ დაკავებული არ არის, მიმდინარეობს გამოძიება.