ბეთანიასთან ახლოს ხანძარი გაჩნდა
ბეთანიასთან ახლოს, სოფელ კვესეთში გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა.
როგორც "ინტეპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციათა საქალაქო სამსახურიდან აცნობეს, ცეცხლი იპოდრომის ტერიტორიაზე გაჩნდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა იპოდრომის დარაჯი. მან ფეხის დამწვრობა მიიღო.
ცეცხლი იპოდრომის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 1000-1200 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.

























