ქუთაისში ავტოავარიის შედეგად დაშავებული 5 დღის ჩვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
ქუთაისში ავტოავარიის შედეგად დაშავებული 5 დღის ჩვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" იაშვილის კლინიკიდნ აცნობეს, ჩვილი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. ახალშობილი ქუთაისიდან რეანომობილით გუშინ, გვიან ღმით გადმოიყვანეს და იაშვილის კლინიკაში მოათავსეს. მას ქალა-ტვინის მძიმე დაზიანებები აღენიშნება.
შემთხვევა ქუთაისის ერთ-ერთ გასასვლელში, ე.წ. სამტრედიის ხიდთან მოხდა.
სამტრედიელი მირზა კალაძე ქუთაისის N1 სამშობიაროში 2 ივლისს დაიბადა. სამშობიაროდან გაწერის შემდეგ ბაბუას, რომელიც "ოპელის" მარკის ავტომანქანას მართავდა, ჩვილი სახლში მიჰყავდა.
"ოპელს" "ვოლგის" ტიპის ავტომანქანა შეეჯახა. დაშავდნენ მანქანაში მსხდომებიც.

























