ძევერაში მაშველებმა 16 წლის ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს
შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა გორის რაიონის სოფელ ძევერაში, ტბაში 16 წლის ირაკლი ჯოლბორდის ცხედარი იპოვეს.
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, თვითმხილველთა განცხადებით, ჯოლბორდი მეგობრებთან ერთად ტბაში ბანაობდა, რა დროსაც მოხდა უბედური შემთხვევა. შეტყობინების შესვლისთანავე სამაშველო სამსახურის მობილური ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გავიდა. ჯოლბორდის სხეული ოპერატიულად იპოვეს, მაგრამ, სამწუხაროდ, გარდაცვლილი აღმოჩნდა.
უბედური შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა.

























