ქობულეთის მოსახელობას ბუნებრივი აირით "სოკარ ჯორჯია გაზი აჭარა" მოამარაგებს
ქობულეთის მოსახლეობას ბუნებრივი აირით "სოკარ ჯორჯია გაზი აჭარა" მოამარაგებს.
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან (სემეკ) აცნობეს, ცვლილება შევიდა ~სოკარ ჯორჯია გაზი აჭარის~ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიაში და მის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ ქსელს ქობულეთი დაემატა.
საქართველოს მთავრობას და აზერბაიჯანულ ~სოკარს~ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ~სოკარ ჯორჯია გაზს~ ქვეყნის მასშტაბით 30-მდე გაზგამანაწილებელი კომპანია გადაეცა.

























