ბათუმში VII საერთაშორისო კონფერენცია `საქართველოს ევროპული გზა" გაიმართება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით, 15-17 ივლისს, ბათუმში VII საერთაშორისო კონფერენცია `საქართველოს ევროპული გზა" გაიმართება.
კონფერენცია ეძღვნება ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან პარტნიორობას, მის პოლიტიკურ და ეკონომიკურ განზომილებას, რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამოწვევებს, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებს, ევროკავშირთან ეკონომიკურ ინტეგრაციას, ხალხთა შორის კონტაქტების განვითარებას და ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებს. საქართველოს მთავრობა წარადგენს ანგარიშს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესრულებისა და საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობისა და პალამენტის, ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებისა და პარლამენტების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.

























