ბათუმში ხვალ ბლექ სი ჯაზ ფესტივალი იხსნება

საქართველოს კულტურის სამინისტრო 15-18 ივლისს ბათუმში, რიგით მეოთხე ბლექ სი ჯაზ ფესტივალს (Black Sea Jazz Festival) წარმოადგენს.

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ფესტივალის ორგანიზატორი კომპანია ~ისთერნ ფრომოუშენიდან~ აცნობეს, ფესტივალს მსოფლიოს ჯაზ ვარსკვლავები ესტუმრებიან. მათ შორის: მაიკ სტერნის ბენდი და რენდი ბრეკერი, ~როი ჰარგროუს კვინტეტი", ერ ეიჩ Feqtori, ბრენდ ნიუ ჰევის, ასტროჯორჯია, ჰიუ მასეკელა და მისი ბენდი, აგრეთვე ჯგუფი ~ნიმო", გიორგი მიქაძე და ბექა გოჩიაშვილი.

ფესტივალს სასტუმრო "შერატონ ბათუმი" უმასპინძლებს. კონცერტების გარდა, რომელიც ყოველ საღამოს 20:00 საათზე დაიწყება, ჯემსეიშენებიც გაიმართება.

ფესტივალის გენერალური სპონსორია ~საქართველოს ბანკი~ და ამერიკან ექსპრესის ბარათი. ფესტივალის უცვლელი პარტნიორია ~ჯეოსელი~.