ბაქო-ბათუმის დამაკავშირებელი ავტობანი 2012 წელს ამოქმედდება

ბაქო-ბათუმის დამაკავშირებელი ავტობანი 2012 წელს ამოქმედდება

ბაქო-ბათუმის დამაკავშირებელი ავტობანი 2012 წელს ამოქმედდება .

ამის შესახებ, დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, აღნიშნული ავტობანის დასრულების შემდეგ რუსთავიდან თბილისში ჩასვლა ნახევარი საათის ნაცვლად 7-8 წუთში გახდება შესაძლებელი.

"ხორციელდება ავტობანის მშენებლობა ბაქოდან ბათუმამდე. 2012 წლისათვის აზერბაიჯანის გზის ნაწილი, ოთხხაზიანი გზა მოვა ჩვენს საზღვრებამდე. 2012 წლის ბოლომდე ჩვენი ტრასა აზერბაიჯანის საზღვრამდე მივა. ამით პრაქტიკულად რუსთავი ხდება თბილისის გარეუბანი ან თბილისი ხდება რუსთავის გარეუბანი. 30 წუთის ნაცვლად რუსთავში ჩასვლა 7-8 წუთში იქნება შესაძლებელი და რუსთავიდან პრაქტიკულად 20 წუთში მიხვალ აზერბაიჯანის საზღვრამდე. ბაქოსთვის კი ეს არის მაგისტრალი ბათუმის გავლით სტამბულზე", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.