გოგა ხაჩიძემ კახეთში დასრულებული ნაპირსამაგრი სამუშაოები მოინახულა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე კახეთის რეგიონს ეწვია, სადაც ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში მდ. ინწობზე დასრულებული ნაპირსამაგრი სამუშაოები მოინახულა.
ადიდებული მდინარე წლების განმავლობაში საფრთხეს უქმნიდა საავტომობილო გზას, იტბორებოდა ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები.
მდინარის მარცხენა სანაპიროზე აღდგენილია 160 მ სიგრძის ორიარუსიანი გაბიონი, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 95 000 ლარამდე დაიხარჯა.
გოგა ხაჩიძე მიმდინარე და დასრულებულ ნაპირსამაგრ სამუშაოებს საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად მოინახულებს.

























