დატბორილია 60-მდე საცხოვრებელი სახლი და მაღლივი კორპუსების პირველი სართულები.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ტყიბულის გამგებელმა ლევან დოხნაძემ განუცხადა, ქალაქის ქუჩებში გადაადგილება მხოლოდ ორხიდიანი მანქანებით შეიძლება.
სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ზარალი სოლიდურია. ტყიბულში ანალოგიური წყალდიდობა გადაუღებელმა წვიმებმა ორი კვირის წინაც გამოიწვია.
ადგილობრივების განცხადებით, ტყიბულს ასეთი სიძლიერის წვიმა არ ახსოვს.