ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს სტატუსის შეჩერება, მაქსიმუმ 5 წელი შეეძლებათ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებაში ცვლილება განათლებისა და მეცნიერების მინიტრის ბრძანებით შევიდა და სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლები გაიწერა.
კერძოდ, სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა, რაც ფინანსურ დავალიანებას გულისხმობს; ასევე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, ავადმყოფობა, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა და აკადემიური შვებულება, რომელიც სტუდენტს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით აქვს აღებული.
სტატუსის შეჩერების შემთხვევაში სტუდენტი სწავლას იმ სემესტრიდან გაგრძელებს, რომლიდანაც სტატუსი შეუჩერდა. შეჩერების მაქსიმუმი ვადა 5 წელია, რისი ამოწურვის შემდეგ, სტუდენტს უკვე სტუდენტობის უფლება ჩამოერთმევა.
ასევე, სტუდენტმა ავადმყოფობის, უცხო ქვეყანაში სწავლის გაგრძელების და აკადემიური შვებულების შემთხვევაში სტატუსის შეჩერების მოთხოვნით,Y უნივერსიტეტის რექტორის სასწავლო პროცესის დაწყებიდან არ აუგვიანეს შვიდი კვირის გამვლობაში უნდა მიმართოს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, სტუდენტი სტატუსის შეჩერების და სწავლის საფასურის მომდევნო სემესტრებში გამოყენების უფლებას კარგავს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"