ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერების ჩაქრობა შესაძლოა დღის ბოლომდე მოხერხდეს

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერების ჩაქრობა შესაძლოა დღის ბოლომდე მოხერხდეს

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერების ჩაქრობა შესაძლოა დღეს, დღის ბოლომდე მოხერხდეს , - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პაპუნა ხაჩიძემ განუცხადა.

ხაჩიძის თქმით, დღეს გაცილებით ნაყოფიერი იყო ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები, გამომდინარე იქიდან, რომ ბორჯომის ხეობაში ქარი ძლიერად აღარ ქრის და ტემპერატურაც 2 გრადუსით დაბალია.

სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 15 ჰექტარი ტყის მასივი.

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობას 3 დღეა ცდილობენ.