ბათუმში აგვისტოს ომში დაღუპული 19 ბათუმელის სახელზე ხის ნერგები დაირგვება

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში, დღეს, აგვისტოს ომში დაღუპული 19 ბათუმელის საპატივცემულოდ, ნერგები დაირგვება .
სკვერში ბათუმის საკრეულოს წევრები, დაღუპული მეომრების ოჯახის წევრები შეიკრიბებიან და 19 ნერგს დარგავენ. მოეწყობა ფოტოგამოფენაც.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ჯავახიშვილის ქუჩის სკვერს, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი გმირების სახელი მიენიჭა.
სკვერში მემორიალური დაფა დაიდგმება, რომელზეც რუსეთის აგრესიის პერიოდში დაღუპული მეომრების სახელები ამოიტვიფრება.

























