ნიკა გილაური - ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქართველი გმირების მიერ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს

ნიკა გილაური - ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქართველი გმირების მიერ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს

გორის ციხესთან არსებულ ქართველ გმირთა მემორიალთან, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მეომრების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი დასრულდა .

პანაშვიდი სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ გადაიხადა. მან უფალს შეავედრა იმ ადამიანების სულები, რომლებიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ბრძოლების დროს დაიღუპნენ.

პანაშვიდის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართველი გმირების მიერ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. "ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ამ გმირების სახელები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ მიზანს მივაღწიოთ, ქვეყანა ავაღორძინოთ და ტერიტორიები დავაბრუნოთ. იმ ერს რომელსაც ასეთი გმირები ყავს, არ აქვს უფლება, რომ ერთი ნაბიჯიც კი გადადგას უკან", - განაცხადა ნიკა გილაურმა.