გორის თეატრთან სამხატვრო მარათონი გაიმართა

გორის თეატრთან სამხატვრო მარათონი გაიმართა

გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრთან სამხატვრო მარათონი გაიმართა, თემაზე - "არა ტეროტორიულ კანიბალიზმს" .

მარათონში სამხატვრო აკადემიის რვა სტუდენტი მონაწილეობს. ისინი აღნიშნულ თემაზე შექმნიან ფერწერულ ნამუშევრებს. "ეს ნამუშევრები შემდეგ გადაეცემა ერთ-ერთ სამხედრო ბაზას და იქ შეინახება", - განაცხადა კრეატიული სტუდია I-GEO-ს წარმომადგენელმა ნინო კაპანაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

მისივე განმარტებით, დღევანდელი მარათონის ორგანიზატორი I-GEO-სთან ერთად არის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.