ზუგდიდში სახალხო დამცველის ოფისი გაიხსნება
საქართველოს სახალხო დამცველის ზუგდიდის ოფისის პრეზენტაცია დღეს გაიმართება .
როგორც "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს სახალხო დამცველი, ევროკავშირის, გაერო-ს განვითარების პროგრამის, რეგიონული სამთავრობო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ზუგდიდის ოფისის რემონტი და აღჭურვა განხორციელდა პროექტის - "სახალხო დამცველის რეგიონული ოფისების მხარდაჭერა" ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით. პროექტი განახორციელა გაერო-ს განვითარების პროგრამამ

























