საგურამოში "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" კუთვნილ ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

საგურამოში "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" კუთვნილ ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

საგურამოში "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" კუთვნილ ტერიტორიაზე ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. მეხანძრეებმა ტერიტორია სულ რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.

როგორც ისინი აღნიშნავდნენ, რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ ხანძრის ჩაქრობას. ხანძარი ჩამქრალია თუმცა კვლავ რჩება პატარ-პატარა კერები, საიდანაც კვამლი ამოდის. დამწვარია დაახლოებით 3-4 ჰექტარი ტერიტორია, თუმცა როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, შენობა დაზიანებული არ არის, რომელიც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" ეკუთვნის.

მათივე ინფორმაციით ხანძარი უკვე ჩააქრეს ნარეკვავზე, სადაც დაიწვა პატარა სასადილო. სასადილოს მიმდებარე ტერიტორიასაც გაუჩნდა ხანძარი, თუმცა ამ დროისათვის ორივე ადგილას ხანძარი ლიკვიდირებულია.