ბათუმის ახალ ბულვარში თანამედროვე მუსიკის ფესტივალი გაიმართება
ახალგაზრდული მოძრაობა ”დავითიანნის” ორგანიზებით, 30 და 31 აგვისტოს, ბათუმის ახალ ბულვარში თანამედროვე მუსიკის ფესტივალი გაიმართება.
როგორც `ინტერპრესნიუსს~ ახალგაზრდული მოძრაობა `დავითიანნი~-დან აცნობეს, ფესტივალის სლოგანია _ `ჯანმრთელი მსოფლიო~ და იგი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. ფესტივალზე დასწრება უფასო იქნება და იგი 20:00 საათზე დაიწყება.
ფესტივალის ფარგლებში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულია იტალიიდან თანამედროვე მუსიკის ცნობილი შემსრულებელი `Eდო Mელა~ და 6 ქართველი შემსრულებელი.
ღინისძიება გაიხსნება ქართული საბრძოლო ხელოვნების `ხრიდოლის~ დადგმით, როგორც სიმბოლო ჯანმრთელი ცხოვრების და გამარჯვების. ღონისძიების მიმდინარეობის პარალელურად სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე, იტრიალებს სხვადასხვა ჯანსაღი ცხოვრების თემატიკის ვიდეო კლიპები და ანიმაციები ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდასთან დაკავშირებით. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი; ღონისძიების გენერალური სპონსორობა საკუთარ თავზე კომპანია `ბორჯომმა~ აიღო.
`დავითიანნი~ მსგავსი ღონისძიების გაკეთებას წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ გეგმავს.
ფესტივალთან დაკავშირებით, 27 აგვისტოს, სასტუმრო `თბილისი მერიოტში~ ახალგაზრდული მოძრაობა `დავითიანნი~ პრესკონფერენციას გამართავს.

























