"იმედი ელი" აჭარაში ახალ საავადმყოფოს ააშენებს

სადაზღვევო კომპანია "იმედი ელი" აჭარის რეგიონში ახალ საავადმყოფოს ააშენებს.

საქართველოს მთავრობის ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის ფარგლებში პირველი საავადმყოფოს მშენებლობა ქედაში დღეს ოფიციალურად გაიხსნება. მრავალპორფილიანი სამედიცინო ცენტრით სარგებლობა ქედის რაიონის მცხოვრებლებს 2011 წლის ბოლოდან შეეძლებათ. ევროპული სტანდარტების კლინიკა თანამედროვე აპარატურით აღიჭურვება.

"იმედი ელი" უახლოესი 18 თვის განმავლობაში აჭარის, კახეთისა და სამცხის რეგიონებში კიდევ 9 საავადმყოფოს ააშენებს. მშენებლობის გახსნის ცერემონიას დღეს მთავრობის წევრები და სადაზღვევო კომპანია "იმედი ელის" წარმომადგენლები დაესწრებიან.

"იმედი ელი" 1995 წლიდან ფუნქციონირებს. სადაზღვევო კომპანია სათავო ოფისისა და რეგიონული ფილიალების მეშვეობით 500 000–მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს ემსახურება. კომპანიის პრიორიტეტი მომხმარებლისთვის ევროპული დონის სადაზღვევო მომსახურების მიწოდებაა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს