ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს

არსებულ სიტუაციაზე საუბარი მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტე, რომ სიმართლე არ დაიკარგოს იმ აბსურდულ ბრალდებებსა და დაუსაბუთებელ სპეკულაციებში, რასაც ბოლო დღეებში კონკრეტული ჟურნალისტებისგან ვისმენ. რამდენიმე დღის წინ ჩემი შვილი ნამდვილად დააკავეს, შენახვის უფლებით ოფიციალურად გაფორმებული იარაღის, ხაზს ვუსვამ, გაფორმებული იარაღის ერთი სახლიდან მეორეში - აგარაკზე უნებართვოდ გადატანის გამო. ეს, რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა, მაგრამ ერთ-ერთი მსუბუქი კატეგორიის.

მიუხედავად ამისა, პროკურატურამ აღკვეთი ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა - წინასწარი პატიმრობა მოითხოვა. სასამართლომ, ყველა არსებითი გარემოების გათვალისწინებით - ნასამართლობის არქონა, პიროვნული მახასიათებლები, მუდმივი სამსახური ევროპაში და სხვა - საპატიმრო გირაო შეუფარდა (მაქსიმალურად მაღალი ოდენობით). პროკურატურა გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებს. საბოლოო შედეგი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ამ ფონზე მელაძის ჟურნალისტები სვამენ აბსურდულ კითხვებს - „როგორ დაალაგე საქმე სასამართლოში?" - ამ დროისთვისაც, ჩემი შვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. და არც ის ვიცი, რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო.

ჩემს ოჯახს ნამდვილად დიდი სანერვიულო შეხვდა, მაგრამ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. და როგორც მე ვემორჩილები მის თითოეულ ნორმას, იგივე უნდა იყოს სხვისთვისაც - იქნება ის ჟურნალისტი თუ სხვა პროფესიის ადამიანი. არავის აქვს უფლება, გამოგონილი ტყუილები და განზრახ გავრცელებული დეზინფორმაცია, თავისი პოლიტიკური მითების გასამყარებლად გამოიყენოს.

განცხადება იხილეთ აქ.

(R)

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება