ქრთამის აღების ფაქტზე სამი ადამიანი დააკავეს

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე აივაზ ისმაილოვი დააკავეს .
შსს-ს ინფორმაციით, ისმაილოვი მიწის ნაკვეთის პრივატიზებაში დახმარების სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით გამოსძალა 6 000 ლარი.
ასევე, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული არიან დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ქამრან მუსაევი და სოფელ ოროზმანის რწმუნებული ფახრატ ყურბანოვი, რომლებიც ყალბი დოკუმენტების გაცემის სანაცვლოდ მოქალაქეებს სისტემატურად სძალავდენ ქრთამს. ისინი 300 ლარის აღების ფაქტზე დააკავეს.
დანაშაული ითვალისწინებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სისხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.

























