ვახტანგ რჩეულიშვილი - "ცენტრ-პოინტი" ყველა ვალდებულებას შეასრულებს

სამშენებლო კომპანია "ცენტრ-პონტი" მოსახლეობის წინაშე აღებული ყველა ვალდებულების შესრულებას  ახალი კომპანიის მეშვეობით შეეცდება . ამის შესახებ "ინტერპრენიუსს" "ცენტრ-პონტის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვახტანგ რჩეულიშვილმა განუცხადა.

"ახალი კომპანიას შემოსვალა ჩვენთან იმისთვის გახდა საჭირო, რომ მოსახლეობის ვალდებულებები გავისტუმროთ. ეკონომიკური კრიზისისა და მოსახლეობის ცუდი გადახდისუნარიანობის გამო, "ცენტრ-პოინტმა" ბევრი ვალდებულება ვერ შეასრულა. ბევრი ჩვენი ობიექტი დაუსრულებელია", - აღნიშნა რჩეულიშვილმა.

მისივე განმარტებით, "ცენტრ-პოინტში" შესვლით დაინტერესდნენ, როგორც ქართული, ისე უცხოური კომპანიები, თუმცა უცხოელი ინვესტორები კომპანიის მხოლოდ სამშენებლო ვალდებულებების აღიარებას თანხმდებიან.

"განსხვავება იმაშია, რომ უცხოელები არ არიან თანახმა, აღიარონ "ცენტრ-პოინტინვესტის" ვალები, ანუ მოსახლეობიდან აკრეფილი თანხები, რომლებიც მშენებლობას მოხმარდა. ორი კვირის განამავლობაში კომპანია საბოლოო გადაწვეტილებას მიიღებს. სამშენებლო ვალების აღირებაზე რამდენიმე კომპანია თანახმაა, თუმცა მთავარი საინვესტიციო ვალდებულებებია", - განაცხადა რჩეულიშვილმა და აღნიშნა რომ "ცენტრ-პოინტი" ბაზრიდან გასვლას არ აპირებს.

მისივე თქმით, ახალი კომპანია "ცენტრ-პოინტის" აქტივებით იმუშავებს. "ყველა ვალდებულება შესრულდება ახალი მმართველი კომპანიის მიერ. გაკოტრებაზე საუბარი არა არის, ეს არის ერთადერთი საშუალება ვალდებულების შესრულებისა. ჩვენი კომპანიის რესურსი სრულად ამოიწურა, რადგან მოსახლეობიდან თანხას ვერ ვიღებთ. შესაძლოა, ეს ჩვენი ბრალიც არის. მშენებლობების გაჭიანურების გამო მოსახელობამ ნდობა დაკარგა", - აღნიშნა ვახტანგ რჩეულიშვილმა.

რჩეულიშვილის განცხადებით, მოსახლეობის მიერ გადახდილი თანხები მხოლოდ თანამშრომელთა ხელფასების დარიგებას ხმარდება, მუშები კი უვადო შვებულებაში არიან გაშვებულები.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს