სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელთა მეექვსე სამუშაო შეხვედრა გაიხსნა.
სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები სუამ-ის წევრი ქვეყნების საზღვრებზე არსებულ ვითარებას განიხილავენ; შეაფასებენ; 2008 წლის ერთობლივი სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებს.
მათივე ინფორმაციით, დაგეგმილია; 2009 წლის თანამშრომლობის გეგმის ხელმოწერა.
დღეს სასაზღვრო უწყებების პირველი პირები მონაწილეობას მიიღებენ სუამ-ის ქვეყნების პრეზიდენტთა სამიტის პლენარულ სხდომაში.;