განახლებულ მცხეთაში სვეტიცხოვლის 1000 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

განახლებულ მცხეთაში, 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის 1000 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება .
ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ეს ღონისძიებები მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდება.
როგორც მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, სვეტიცხოვლის 1000 წლისთავის აღნიშვნა მცხეთაში გრანდიოზული კონცერტით დასრულდება.

























