ბათუმში თანამედროვე ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აშენდება

ბათუმში თანამედროვე ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აშენდება

ბათუმში თანამედროვე ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აშენდება.

ამის შესახებ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს განცხადება პრეზიდენტის ნიუ-იორკში ვიზიტის დროს გაკეთდა. პრეზიდენტის პრესსპიკერის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია 1000-წლეულის გამოწვევის პროექტის ხელმძღვანელის დენიელ იოჰანესისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრისას.

"ეს მნიშვნელოვანი იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონის განვითარებისათვის", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.