ქარელის, გორის, მეჯვრისხევისა და ნაჭარმაგევის მოსახლეობას დღეს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

საგურამო-გორი-ქუთაისის მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, 10:00 საათზე გაზმომარაგება დროებით შეუწყდება ქარელის, გორის, მეჯვრისხევისა და ნაჭარმაგევის მოსახლეობას.
ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღესვე დაასრულებს. გათიშულ მომხმარებლებს გაზის მიწოდება 20:00 საათზე აღუდგებათ.

























