პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ ხელმოწერილი ვერსალის ხელშეკრულების თანახმად, გერმანია დღეს ბოლო ფინანსურ კონტრიბუციას გადაიხდის.
70 მილიონი ევროს დიდ ნაწილს ფრანგული და ბელგიური მხარეები მიიღებენ.
ვერსალის ხელშეკრულებას ომში გამარჯვებულმა ქვეყნებმა აშშ-მ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ბელგიამ ხელი 1919 წლის 28 ივნისს მოაწერეს. დოკუმენტით ოფიციალურად გაფორმდა პირველი მსოფლიო ომის დასრულება და გერმანელებს მიტაცებული ტერიტორიებისა და კოლონიების კანონიერი მფლობელი სახელმწიფოებისთვის დაბრუნებასთან ერთად, დიდი რაოდენობით თანხის - 226 მილიარდი რეიხსმარკის რეპარაცია დააკისრა.
1952 წელს ვალის გადახდის პროცესი ქვეყნის ორად გაყოფილი ტერიტორიის გაერთიანებამდე შეჩერდა.
ვერსალის ხელშეკრულების თანახმად, რეპარაცია რუსეთსაც ეკუთვნოდა, თუმცა, ოფიციალურმა მოსკოვმა თანხაზე უარი განაცხადა, რუსეთში გერმანელების საკუთრების ნაციონალიზაციის სანაცვლოდ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"