ასათიანის სახელობის ფსიქიატრიული საავადმყოფო მომავალ წელს დაიხურება

ასათიანის სახელობის ფსიქიატრიული საავადმყოფო მომავალ წელს დაიხურება, იქ მყოფი პაციენტები კი, სხვადასხვა კლინიკებში გადავლენ. ამის შესახებ განცხადება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ანდრო ურუშაზემ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

მინისტრის თქმით, იგეგმება ახალი კლინიკების აშენებაც, სადაც ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები განთავსდებიან. კლინიკები თბილისსა და მის შემოგრენში აშენდება.

ამასთან, ურუშაძის თქმით, 2004- 2010 წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ფსიქიატრიული სერვისების საბიუჯეტო დაფინანსება.

"ეს თანხები მკურნალობის ხარისხის გასაუმჯობესებლად, ექიმების და ექთნების სწავლებისა და ფსიქიატრიული დაწესებულების რეაბილიტაციისთვის არის განკუთვნილი", - განაცხადა ანდრო ურუშაძემ.

სამინისტროს მონაცემით, ამ ეტაპზე საქართველოში 100 000-ზე მეთი ადამიანია დარეგისტრირებული, რომლებსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისის მოხმარება სჭირდება.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა