ყაზბეგში თოვლი მოვიდა

დაბა ყაზბეგში და ჯვრის უღელტეხილზე პირველი თოვლი მოვიდა .
როგორც "ინტერპრესნიუსს" მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილემ, გივი ამირხანაშვილმა განუცხადა, თოვლის საფარი დაახლოებით 10 სმ-ია.
მისივე თქმით, ახლა მთავარია მოსახლეობას დროულად მიეწოდოს გაზი, რომლის ჩართვაც 15 ოქტომბრისთვის იგეგმებოდა.
"ყველაფერი კეთდება, რომ გაზის მიწოდება ტექნიკურად არ შეფერხდეს", - აღნიშნა მან.
ამ დროისთვის ყაზბეგში თოვა შეწყვეტილია. პირველ თოვლს ადგილობრივებისთვის პრობლემები არ შეუქმნია.

























