აჭარის რეგიონის სოფლების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ

"ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ ჰიდროელექტროსადგურებზე წარმოებული სარეაბილიტაციო სამუშაობის გამო 19-დან 22 ოქტომბრის ჩათვლით აჭარის რეგიონის სოფლების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ.

კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს "ენერგო-პრო ჯორჯია" აჭჰესზე აწარმოებს. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 19–დან 22 ოქტომბრის ჩათვლით, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ზემო აჭარის, შუახევის, ქედას და ხულოს რაიონებს, სულ 22 500 აბონენტს.

"ენერგო-პროში" აცხადებენ, რომ რეაბილიტაციის შედეგად მნიშვნელოვნად უმჯობესდება ჰესის ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის გამომუშავება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება ყველა გათიშულ აბონენტს აღუდგება.