ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად ფრანგი დიპლომატი, ალენ ლერუა დანიშნა,; - იუწყება სააგენტო ~რია ნოვოსტი~.
;;;; ალენ ლერუა ამ პოსტზე ივლისიდან თავის თანამემამულეს ჟან-მარი გეენოს შეცვლის.;
;;;;; ~გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციების ახალი ხელმძღვანელი კარგად იცნობს კონფლიქტების მოგვარებისა და პოსტკონფლიქტურ თემატიკას, ვინაიდან ამ საკითხებზე გაერო-ში, ევროკავშირის სტრუქტურებსა; და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა~, - აღნიშნავს ~რია ნოვოსტი~
;;;;; დღეს მსოფლიოში გაერო 17 სამშვიდობო ოპერაციას ახორციელებს. ოპერაციებში; 120 ქვეყნიდან; 107,5 ათასი ადამიანია ჩართული, მათგან; - 74,5 ათასი სამხედრო მოსამსახურე, 11,3 ათასი; - პოლიციელი, 5,3 ათასი გაერო-ს მისიის სამოქალაქო თანამშრომელი, 12,2 ათასი; - მისიების მოქმედების ადგილებში დაქირავებული სამოქალაქო თანამშრომელი, 2,5 ათასი გაერო-ს სამხედრო დამკვირვებელი.