მცხეთის მეორე საჯარო სკოლაში ნატო-ს შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ნატო-ს კვირეულს ფარგლებში, სახალხო დიპლომატიაში ნატო-ს კავკასიის რეგიონის კოორდინატორი დესპინა აფენტოული, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ გოგოტიშვილი მცხეთის მეორე საჯარო სკოლას სტუმრობდნენ .
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის მეათეკლასელმა მოსწავლეებმა მოისმინეს ლექცია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ისტორიის, მისი მნიშვნელობის, მიზნებისა და მისწრაფებების შესახებ მოისმინეს.
"ნატო-ში ინტეგრაცია საქართველოს სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტთაგანია. აუცილებელია ახალგაზრდებს, მოსწავლეებს მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია ალიანსის შესახებ", - აღნიშნა კოკა სეფერთელაძემ.
ნატო-ს შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა მცხეთის მეორე საჯარო სკოლას ალიანსის შესახებ საინფორმაციო მასალები გადასცეს, რომელთა გაცნობა ყველა მოსწავლეს შეეძლება.
ნატო-ს შესახებ საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში გაიმართება.

























