ზუგდიდში "ქართული პარტიის" საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა

"ქართული პარტიის" საინიციატივო ჯგუფი დღეს ზუგდიდში პარტიის ლიდერებმა სოზარ სუბარმა და კოკა გუნცაძემ დააფუძნეს.
ქართული პარტიის სამეგრელოს წარმომადგენლობას კახა მიქაია უხელმძღვანელებს. მიქაია აქამდე "დაიცავი საქართველოს" რეგიონალურ ოფისს ხელმძღვანელობდა. შეხვედრის შემდეგ, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზუგდიდში არიან ადამიანები, რომლებიც არ შეუშინდნენ ამ რეჟიმს, სადაც ადამიანების დაშინებამ და ტერორმა პიკს მიაღწია.
"იქ დავამარცხებთ მიხეილ სააკაშვილს, სადაც მან ყველაზე მეტად შეძლო ხალხის დაშინება", – განაცხადა სოზარ სუბარმა. დღევანდელ შეხვედრაზე ისიც ითქვა, რომ პარტიის პირველი რეგიონალური ოფისი სამეგრელოში გაიხსნება.

























