ქართული თეატრისა და კინოს ცნობილ მსახიობს ჯემალ მონიავას დღეს დაკრძალავენ

მონიავას დღეს დაკრძალავენ.

ჯემალ მოანიავას საბურთალოს სასაფალოზე მდებარე ამაღლების ტაძარიდან 14.00 საათზე გამოსავენებენ და ამავე სასაფლაოზე დაკრძალავენ.

საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა, ჯემალ მონიავამ შემოქმედებითი საქმიანობა სოხუმის თეატრში დაიწყო, შემდეგ რამდენიმე სეზონი რუსთაველის თეატრში გაატარა; მოგვიანებით კი,; მარჯანიშვილის თეატრში გადავიდა და 40 წელზე მეტ ხანს თეატრის წამყვანი მსახიობი იყო.

მონიავას მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე განსახიერებული აქვს თარაშ ემხვარი “მთვარის მოტაცებაში”, ადიკო “გუშინდელნში”, კოჩკარიოვი “ქორწინებაში”, თამაზი “თვალი პატიოსანში”, აბესალომი “ეთერიანში”, სვიმონ ლიონიძე “საქართველოს უკანასკნელ დედოფალში”, ნეიპერი “მადამ სანჟენში”, მურმანი “პროვინციულ ამბავში”, სტივა ობლონსკი “ანა კარენინაში”, მღვდელი “ჯაყოს ხიზნებში”, ვურმი “ვერაგობა და სიყვარულში”, ლევანი “შთამომავლობაში” და სხვა.

მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, ჯემალ მოანიავამ განახლებული მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლებში “ურიელ აკოსტასა” და “ქაქუცა ჩოლოყაშვილში” ითამაშა.

ამასთან, გამოიცა ჯემალ მონიავას მოთხრობების ორი კრებული, რომელთაგან ერთ-ერთი წარდგენილია ლიტერატურულ პრემიაზე; - ~საბა-2008~.

ჯემალ მონიავა 28 ივნისს, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია