№23-ე საჯარო სკოლაში დღეს საღამოს პოლიცია იყო შესული და სკოლის დირექტორს ნატო გაბოშვილს უფლებამოსილება იძულების წესით ჩამოართვეს.
;როგორც სკოლის მასწავლებლებმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს,; ნატო გაბოშვილი განათლების მინისტრის ბრძანებით უკვე ერთი კვირაა თანამდებობიდან გათავისუფლებულია და მის ადგილზე დაინიშნა თემურ კიკნაძე, თუმცა, გაბოშვილი სკოლას არ ტოვებს. პედაგოგების განცხადებით, გაბოშვილი არის მიუღებელი პიროვნება ამ თანამდებობაზე, რადგან იგი კორუმპირებულია, ამასთანავე, პედაგოგებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და სამსახურიდან გათავისუფებით ემუქრება.
;მასწავლებლების ინფორმაციით,; დაახლოებით თვენახევრის წინ სკოლაში მოხდა ინციდენტი, რომელზეც დირექტორის არასწორმა რეაგირებამ სკოლაში ვითარება უკიდურესად დაძაბა და ერთ-ერთი მე-3 კლასელი მოწაფის; მშობლის მხრიდან პროკურატურაში განცხადების შეტანის მიზეზი გახდა. კერძოდ, ერთ-ერთმა უფროსკლასელმა მესამე კლასელი გოგონა უფროსკლასელებს სართულზე აიყვანა და სხვების თანდასწრებით ის აბუჩად აიგდო და დასცინა. პედაგოგების განცხადებით, დირექტორი გაბოშვილი ცდილობდა ინციდენტი დაემალა და უხეში მეთოდებით გამოეკვლია, რამაც უფროსკლასელებს შორის დამოკიდებულება დაძაბა.
;ეს ინციდენტი დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების; საფუძველი; გახდა. დირექტორის პოზიციას იზიარებს სკოლების დირექტორთა ასოციაციის; აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერძე, რომელმაც „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ; ნიკა გვარამიას თავი ჯერ კიდევ გენერალურ პროკურატურაში ჰგონია და საქმის შესწავლის გარეშე გაათავისუფლა გაბოშვილი დირექტორობიდან.;
;თუთბერიძის ინფორმაციით, გაბოშვილმა მინისტრის ბრძანებები მისი გათავისუფლებისა და ახალი დირექტორის დანიშვნის თაობაზე გაასაჩივრა, რის გამოც, თუთბერიძის განცხადებით, ბრძანებები შეჩერებულია და გაბოშვილი სკოლის დირექტორის მოვალეობას უნდა ასრულებდეს.
;პოლიციამ დღეს საღამოს გაბოშვილს ჩამოართვა სკოლის დოკუმენტაცია და;; ბეჭედი. როგორც პედაგოგები აცხადებენ, თუ დირექტორი კვლავაც; გაბოშვლი იქნება, ისინი სასწავლო პროცესს შეაჩერებენ.
;
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"