პერევი - დახურული ზონა, რუსული შლაგბაუმი... და აკაკის აკვანი

მანანა მჭედლიშვილის სპეციალური რეპორტაჟი ოფიციალური განცხადება უკვე გაკეთდა – რუსი მესაზღვრეები საჩხერის რაიონის სოფელ პერევს უახლოეს დღეებში დატოვებენ. მე და ჩემი კოლეგა, ფოტოკორესპონდენტი მზია საგანელიძე შუადღით უკვე საჩხერის გზაზე ვართ. იქიდან პერევამდეც ჩავალთ როგორმე – საჩხერიდან ჯერ კიდევ ოკუპირებულ სოფლამდე მხოლოდ 14 კილომეტრია.

სამ საათში უკვე საჩხერის ავტოსადგურთან ვართ. წვიმს, სველი და ტალახიანია ყველაფერი – ხალხი წვიმას გაურბის, გუბეებს ახტება და ტალახს ერიდება, ბაზარში შედიან, გამოდიან, ავტობუსებში სხდებიან, ვიღაცას აცილებენ, ვიღაცას ხვდებიან – არაფერში იგრძნობა, რომ აქედან 14 კილომეტრში რუსული ტანკი, რუსული სასაზღვრო პოსტი და შლაგბაუმია, რომელიც მშობლიურ სოფელში შემსვლელი პერეველების წინ მათი სათითაოდ შემოწმების შემდეგ იღება.

გაგვიმართლა და საჩხერიდან დარყამდე საჩხერელმა თემომ წაგვიყვანა. ბოდიშს გვიხდის, რომ პერევამდე ვერ მივყავართ – თემოს არ უნდა InterPressNews.Geპოლიციის პოსტთან მისი მანქანა შენიშნონ. დარყას ხიდზე გადავდივართ და პერევისკენ მიმავალ ნებისმიერ მანქანას ველოდებით. ლოდინში იქვე, ხიდთან მდებარე საცხობის მეპატრონეს და ერთადერთ მუშას ვესაუბრებით.

- როგორ ხართ, როგორ ცხოვრობთ?

- მე მარტო ვარ. ცოლი გარდამეცვალა. მის მკურნალობაში ძალიან ბევრი დავხარჯეთ. მეზობლების და ახლობლების დახმარებით ეს საცხობი გავხსენი, თავად ვაცხობ და თავად ვყიდი პურს. ყველას კი ერთი ადამიანი გევხმარება, მის სახელს ბევრჯერ გაიგებთ აქ..

- სიმშვიდეა აქეთ? მაგალითად, შიდა ქართლის სოფლებში ხშირად ესმით სროლის ხმა.

- არა, მადლობა უფალს, ჩვენსკენ სიმშვიდეა, არც სროლა ისმის და არც რამე უბედურება ხდება. არც პერეველები უჩივიან არეულობას.

გვიმართლებს და პერევისკენ მიმავალი ახალგაზრდა მამაკაცი მანქანას გვიჩერებს. უხმოდ მივყავართ სოფელ ჯრიას ბოლომდე. ქართული პოლიციის ბოლო პოსტი სწორედ სოფელ ჯრიაშია, იმის იქით უკვე პერევი იწყება და იქ ჩვენი შესვლა აკრძალულია.

თავიდანვე ვუხსნით პოლიციელებს, რომ ჟურნალისტები ვართ და გვინდა გავიგოთ, პერევის რუსულ პოსტზე რა ხდება, მართლა ხომ არ დაიწყეს უკვე გასვლა. აშკარაა - პოლიციელს არ უნდა და არ ეხალისება ჩვენთან საუბარი, მაგრამ ბოლოს მაინც იმეტებს რამდენიმე წინადადებას, რადგან გვატყობს, რომ საგანგებოდ ამ ამბის გასარკვევად ვართ თბილისიდან ჩასული, თანაც ძალიან დაღლილები ვართ და ალბათ ჩვენს მდგომარეობაშიც შედის.

- როგორც იდგნენ აქამდე, ახლაც ისე დგანან. არც არავინ გასულა და არც პოსტზე შეგვინიშნავს რამე უჩვეულო მოძრაობა. ძველებურად ამოწმებენ პასპორტებსაც და ტრანსპორტსაც.

InterPressNews.Ge- მგზავრებს როგორ ეპყრობიან?

- როგორც პერეველები ამბობენ, ნორმალურად, არც სოფელში ხდება რამე ინციდენტები. მოსახლეობასთან კონტაქტს და კონფლიქტს ერიდებიან. არც სროლის ხმა გაგვიგია ამ ორი წლის განმავლობაში.

- თუ მართლა გავლენ, სად წავლენ?

- შორს არსად, პერევის შემდეგი სოფელი ჯავის რაიონის სოფელი ქარძმანია და ალბათ, იქ გადაინაცვლებენ.

- ჩვენ ამის იქით ვერ წავალთ?

- არა, იქით დახურული ზონაა…

დარყამდე იგივე მანქანით ვბრუნდებით. გზაში გავარკვიეთ, რომ ჩვენი მძღოლი, რომელმაც უკან წაყვანაც შემოგვთავაზა, პოლიციის თანამშრომელია და ალბათ არ უნდა, ჟურნალისტები ჯრიის ქართულ პოსტთან დიდხანს დატოვოს. დარყადან ისევ საჩხერეში მივდივართ.

როგორც ჩანს, საჩხერის რაიონში არავინ იცის, როდის შეიძლება დაიწყოს რუსი მესაზღვრეების პერევიდან გასვლის პროცესი. ვცდილობ, ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების იმ პირებს დავუკავშირდე, რომლებთანაც საერთოდ კონტაქტი მაქვს. მერაბ ჩიგოევის და დავით სანაკოევის ტელეფონები გამორთულია – ისინი სავარაუდოდ ჟენევიდან ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან.

მეორე დღის პირველ საათზე საჩხერის ავტოსადგურში პერევის ავტობუსი დგას. ავტობუსი ნელ-ნელა ივსება მგზავრებით. ისინი ბარგს ალაგებენ, ადგილებს იკავებენ, ყველა მშვიდად გამოიყურება. მათ ნამდვილად ეცოდინებათ, რა ხდება რუსულ პოსტზე. ერთ-ერთ მგზავრს – ახალგაზრდა ქალს, რომელსაც თან ათიოდე წლის გოგონა ჰყავს, თავიდანვე ვუხსნი, ვინ ვარ და რა მაინტერესებს. შემდეგ მისი თანხმობით ვრთავ დიქტოფონს. სახელსა და გვარს არ ვეკითხები, რადგან დიქტოფონის დანახვაზე საუბრის სურვილი ისედაც ნაკლები აქვს. ბოლოს მაინც დავიყოლიე – დღეს დილით გამოვიდა პერევიდან და ახლა უკან ბრუნდება. საჩხერეში ბავშვი დაჰყავს ცეკვაზე და ამიტომ არის დღეს ჩამოსული. ისე კი, ბაზარშიც ხშირად დადის.

InterPressNews.Ge- ჯერ არანაირი ადგილის შეცვლა არ ყოფილა. იქიდანაც გავიარეთ რეგისტრაცია და აქედან შესვლის დროსაც გავივლით. ავტობუსიდან ყველას ჩამოგვიყვანენ, საერთაშორისო პასპორტებს შეგვიმოწმებენ და რეგისტრაციაში გაგვატარებენ. ავტობუსსაც შეამოწმებენ, რომ რამე საეჭვო არ იყოს მანქანაში. სათითაოდ შემოწმების შემდეგ შლაგბაუმს მაღლა სწევენ და გვატარებენ. ცარიელი ავტობუსი უკვე იქით გვხვდება, ვსხდებით და მივდივართ.

ჩემი მოსაუბრე ასევე მეუბნება, რომ პერევში შესვლა ყველას შეუძლია, ვისაც საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთის პასპორტი, ასევე, რუსულად თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული პირადობის მოწმობა აქვს. მას პირობითად ნინოს დავარქმევ. ნინო მეუბნება, რომ პერევის პოსტზე მომსახურე რუსი მესაზღვრეები სინაგურში ცხოვრობენ და იქიდან დადიან ცვლაში. მესაზღვრეების რაოდენობა მუდმივად იცვლება – ზოგჯერ პოსტზე მხოლოდ ორი, ზოგჯერ კი 6 მესაზღვრეც მორიგეობს.

- პერევში მხოლოდ ისინი არიან, შეიარაღებული ოსები ომის მერე არ გვინახავს. არც სროლის ხმა ისმის. ქარძმანის ოს მოსახლეობასთან კი ჩვეულებრივი, მშვიდობიანი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენს სოფელში ომის შემდეგ ცუდი არაფერი მომხდარა. ომის დროს 2 თვე ვიყავი გამოსული, ჩემი დედამთილი და მამამთილი კი სახლში დარჩნენ. რომ დავბრუნდით, ყველაფერი ხელუხლებელი იყო.

InterPressNews.Geნინოც ვარაუდობს, რომ რუსი მესაზღვრეები პერევიდან შორს არსად წავლენ და ქარძმანში გადაინაცვლებენ.

- ამას გასვლა არ ჰქვია, მაგრამ ჩვენთვის მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სოფელში ყოველ შესვლა-გამოსვლაზე შემოწმების გავლა არ მოგვიწევს, სტუმარსაც თავისუფლად შევიყვანთ, შიშის ქვეშ აღარ იქნება. გზა გათავისუფლდება და წვიმაში, თოვლსა თუ სიცხეში საათობით ცდა აღარ მოგვიწევს. ბევრი ხალხი მოძრაობს პერევიდან საჩხერემდე – ბაზარშიც ჩამოვდივართ, მე კი შაბათ-კვირას ბავშვი ცეკვაზე დამყავს.

პერეველების უმეტესობა არ მუშაობს და ძირითადად თავის მიერვე მოწეული მოსავლით ირჩენენ თავს.

- სინაგურის მხარეს ბაღები და ყანები დაგვრჩა – იქით ვეღარ ავდივართ და ვეღარც ლობიო და სიმინდი მოგვყავს, ვერც შეშას ვჭრით ტყეში – რუსები აღარ უშვებენ ხალხს.

პერეველებს პენსიის აღების წესებიც შეეცვალათ – ადრე მოლარე დაცვის თანხლებით ადიოდა სოფელში და პენსიები მიჰქონდა. ახლა კი თავად პერეველები ჩადიან საჩხერეში და "ლიბერთი ბანკში" იგივე მოლარისგან ადგილზე იღებენ პენსიას.

InterPressNews.Geნინოსგან ასევე ვიგებთ, რომ პერევიდან საჩხერეში და უკანა მიმართულებითაც დღეში ორ-ორი რეისი სრულდება. მგზავრობა 1,30 ლარი ღირს, საჩხერეში დიდი ბაზრობის დღეებში კი – ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას ავტობუსი უფასოდ მოძრაობს. ამ დღეებში მგზავრობის ხარჯებს სახელმწიფო ფარავს.

ნინოს ვემშვიდობებით და მძღოლებთან ვაგრძელებთ საუბარს, რომლებიც სალაროში არიან შეკრებილები. პერევის ავტობუსის მძღოლი გვეუბნება, რომ თავად რუსმა მესაზღვრეებმაც არ იციან, როდის დაიწყებენ გასვლას.

- ისინი ბრძანებას ელოდებიან. ამბობენ, შეიძლება, პოსტზე ხუთის ნაცვლად ორი დაგვტოვონ და მხოლოდ ტრანსპორტი შევამოწმოთო, მაგრამ ამასაც მხოლოდ ვარაუდით ამბობენ. ზუსტად თავადაც არ იციან არაფერი.

მძღოლი ასევე ამბობს, რომ რუსი მესაზღვრეები ყოველ 6 საათში ერთხელ იცვლებიან. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მესაზღვრეებს არასწორად მოვიხსენიებ რუსებად – მათი უმეტესობა დაღესტნელები არიან. მასაც მადლობას ვუხდი და მორიდებით ვთხოვ იმ მძღოლის ტელეფონის ნომერს, რომელიც ამ კვირაში იმუშავებს პერევის ავტობუსზე.

თბილისში დაბრუნებამდე კიდევ 2 საათი გვაქვს და მე და მზია ჯერ სავანეში ვაპირებთ წასვლას, მერე სხვიტორში – 17 ოქტომბერსInterPressNews.Ge აკაკი წერეთლის 170 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ძირითადი ღონისძიებებია დაგეგმილი.

საჩხერლების წყალობით სავანეშიც ადვილად ჩავდივართ და სხვიტორშიც. სავანეში – აკაკის ძიძისეულ კარმიდამოში გამალებული მზადებაა. ეზოში სცენას აწყობენ, საჭიდაო მოედანს ამზადებენ და ნახერხს ყრიან, ბავშვები დარბიან – მალე რეპეტიცია დაიწყება ალბათ. სავანეს მალე ვტოვებთ და სხვიტორისკენ მივდივართ. აკაკის სახლ-მუზეუმშიც დიდი სამზადისია. მუზეუმის დირექტორი ღელავს – ამაღამაც თუ იწვიმა, ეზოში ჩამდგარი გუბე არ ამოშრება. ხვალისთვის კი უამრავი პატივსაცემი სტუმარია მოწვეული – მწერლები, გუბერნიის წარმომადგენლები, დეპუტატები და პარლამენტის თავმჯდომარეც. აკაკის სახლ-მუზეუმს ვათვალიერებთ – აკაკის აკვანი მინის ყუთშია ჩასმული და იუბილეს ელოდება....

სხვიტორსაც მალე ვტოვებთ და საჩხერეში ვრუნდებით. სოფლებში ახალი სკოლებია, სპორტული მოედნები, სახლების უმეტესობას ახალი, ძვირადღირებული მეტალოკრამიტის სახურავები აქვს, გზებზე სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ყველაფერთან დაკავშირებით უმეტეს შემთხვევაში იმ ცნობილი საჩხერელის სახელს მიხსენებენ, პირველად დარყელმა მეპურემ რომ მიხსენა. როგორც ამბობენ, მას არ მოსწონს, როცა ხშირად ახსენებენ, ამიტომ მეც ერთ საინტერესო და უცნაურ ფაქტზე გადავალ – საჩხერეში, ერთი პატარა ქუჩის თავზე, პირდაპირ შუა გზაში საბაგიროს ვაგონი ჰკიდია. ოდესღაც ამ საბაგირო გზით მოდი-ნახეს ციხისკენ მიდიოდნენ. ვაგონს მგზავრები ახლო მთაზე InterPressNews.Geაჰყავდა – იქიდან კი ციხემდე მცირე მანძილი იყო გასავლელი. ვაგონი ჩაჟანგებულია, არავინ იცის, როდის გაუწყდება მის ბაგირს მოთმინება. ამბობენ, მის ჩამოხსნას სპეციალური ტექნოლოგია და ტექნიკა სჭირდებაო. ამ ჰაერში გამოკიდებულ, ძველ, ჩაჟანგებულ ვაგონზე რატომღაც ისევ პერევის შესასვლელში მდგარი რუსი თუ დაღესტნელი მესაზღვრეები მახსენდება. ამ ვაგონისგან განსხვავებით პოსტზე მათ საკმაოდ კარგად მოწყობილი და აღჭურვილი შენობა ჰქონიათ. ვაგონსა და პოსტს შორის მსგავსება ერთია, მაგრამ მთავარი – ორივე სრულიად ზედმეტია, უკვე 20 წელია, არც ერთი აქ აღარ უნდა იყოს, მაგრამ მათ მოშორებას თავთავისი - სპეციალური ტექნოლოგია სჭირდება.

საჩხერეში კი აკაკის იუბილის დასკვნითი დღისთვის ემზადებიან და სულაც არ იგრძნობა, რომ აქედან 14 კილომეტრში რუსული შლაგბაუმია…

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს