საქართველოს საკადასტრო რუკა ინტერნეტ სივრცეში განთავსდა

საჯარო რეესტრმა საკუთარ ვებ-გვერდზე (www.reestri.gov.ge) საქართველოს ყველა ქალაქისა და რაიონის საკადასტრო რუკა განათავსა.

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ საჯარო რეესტრის სააგენტოდან აცნობეს, ამით ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა მიეცემა, ინტერნეტის მეშვეობით დაათვალიეროს საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე მისთვის საინტერესო მიწის ნაკვეთები, მოიძიოს დეტალური ინფორმაცია ნაკვეთების საზღვრების, მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობების შესახებ. საკადასტრო მონაცემები ახლდება რეალურ დროში. შესაბამისად, როდესაც ახალი მონაცემები ემატება საკადასტრო მონაცემთა ბაზას, დაუყოვნებლივ ხდება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.

რუკის ინსტრუმენტებით შესაძლებელია სივრცითი ანალიზი, ობიექტებს შორის მანძილის განსაზღვრა, კონკრეტულ ადგილთან მიახლოება ან დაშორება, რუკის საინტერესო ფრაგმენტების დაბეჭდვა.

ახალი სერვისის ამოქმედებით, მოქალაქეს სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად შეუძლია ვებგვერდიდან საკადასტრო რუკისა და გეგმის ელექტრონული ვერსიის მიღება. ამისათვის მან უნდა შეავსოს ელექტრონული განცხადების ფორმა, საბანკო პლასტიკური ბარათით ელექტრონულად გადაიხადოს მომსახურებისათვის დადგენილი საფასური და გადააგზავნოს ის საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში. სარეგისტრაციო სამსახური განსაზღვრულ ვადაში მოამზადებს შესაბამის დოკუმენტს და მოქალაქე ელექტრონულადვე მიიღებს განახლებულ დოკუმენტს. აღნიშნული მომსახურების მიღება მოქალაქეებს ადრე მხოლოდ ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებში მისვლით შეეძლოთ.

საკადასტრო რუკის ინტერნეტსივრცეში განთავსება მნიშვნელოვანია ასევე პოტენციური ინვესტორებისთვისაც. მათ შეუძლიათ ქვეყანაში ჩამოსვლის გარეშე, ინტერნეტით დაათვალიერონ და შეარჩიონ ადგილები, გაიგონ თუ ვინ არის მიწის ნაკვეთის მფლობელი და და ა.შ.

საქართველოს საკადასტრო რუკის შექმნაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს GIშ - ჯგუფი თითქმის ერთი წელია ინტენსიურად მუშაობს. მუშაობის პროცესში კომპანია "გეოგრაფიკის" მხარდაჭერით მათ განახორციელეს საქართველოს მთელი ტერიტორიის აერო–ფოტო გადაღება, სხვადასხვა ობიექტების აღწერა და დამუშავება. საჯარო რეესტრმა საქართველოს ტერიტორიის პირველი აერო–ფოტო გადაღება, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, 1996–1998 წლებში განხორციელა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

საქართველოს საკადასტრო რუკა ინტერნეტ სივრცეში განთავსდა

საჯარო რეესტრმა საკუთარ ვებ-გვერდზე (www.reestri.gov.ge) საქართველოს ყველა ქალაქისა და რაიონის საკადასტრო რუკა განათავსა.

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ საჯარო რეესტრის სააგენტოდან აცნობეს, ამით ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა მიეცემა, ინტერნეტის მეშვეობით დაათვალიეროს საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე მისთვის საინტერესო მიწის ნაკვეთები, მოიძიოს დეტალური ინფორმაცია ნაკვეთების საზღვრების, მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობების შესახებ. საკადასტრო მონაცემები ახლდება რეალურ დროში. შესაბამისად, როდესაც ახალი მონაცემები ემატება საკადასტრო მონაცემთა ბაზას, დაუყოვნებლივ ხდება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.

რუკის ინსტრუმენტებით შესაძლებელია სივრცითი ანალიზი, ობიექტებს შორის მანძილის განსაზღვრა, კონკრეტულ ადგილთან მიახლოება ან დაშორება, რუკის საინტერესო ფრაგმენტების დაბეჭდვა.

ახალი სერვისის ამოქმედებით, მოქალაქეს სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად შეუძლია ვებგვერდიდან საკადასტრო რუკისა და გეგმის ელექტრონული ვერსიის მიღება. ამისათვის მან უნდა შეავსოს ელექტრონული განცხადების ფორმა, საბანკო პლასტიკური ბარათით ელექტრონულად გადაიხადოს მომსახურებისათვის დადგენილი საფასური და გადააგზავნოს ის საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში. სარეგისტრაციო სამსახური განსაზღვრულ ვადაში მოამზადებს შესაბამის დოკუმენტს და მოქალაქე ელექტრონულადვე მიიღებს განახლებულ დოკუმენტს. აღნიშნული მომსახურების მიღება მოქალაქეებს ადრე მხოლოდ ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებში მისვლით შეეძლოთ.

საკადასტრო რუკის ინტერნეტსივრცეში განთავსება მნიშვნელოვანია ასევე პოტენციური ინვესტორებისთვისაც. მათ შეუძლიათ ქვეყანაში ჩამოსვლის გარეშე, ინტერნეტით დაათვალიერონ და შეარჩიონ ადგილები, გაიგონ თუ ვინ არის მიწის ნაკვეთის მფლობელი და და ა.შ.

საქართველოს საკადასტრო რუკის შექმნაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს GIშ - ჯგუფი თითქმის ერთი წელია ინტენსიურად მუშაობს. მუშაობის პროცესში კომპანია "გეოგრაფიკის" მხარდაჭერით მათ განახორციელეს საქართველოს მთელი ტერიტორიის აერო–ფოტო გადაღება, სხვადასხვა ობიექტების აღწერა და დამუშავება. საჯარო რეესტრმა საქართველოს ტერიტორიის პირველი აერო–ფოტო გადაღება, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, 1996–1998 წლებში განხორციელა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია