ხათუნა კალმახელიძე - სამ წელიწადში სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულება ევროპული დონის იქნება

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე პირობას იძლევა, რომ ქვეყანაში, მაქსიმუმ, სამ წელიწადში სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულება ევროპული დონის იქნება.

ამის შესახებ ხათუნა კალმახელიძემ დღეს პარლამენტში, ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, აქამდე განხორციელებული რეფორმების შედეგად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა 80 პროცენტის საცხოვრებელი პირობები დასავლურ სტანდარტებს პასუხობს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კონკრეტულად ხათუნა კალმახელიძემ აღნიშნა, რომ მომავალ წელს ქსნის კოლონიაში დაიწყება ტუბერკულოზით დაავადებული მსჯავრდებულებისათვის 1500-ადგილიანი კომპლექსის მშენებლობა, რომელიც 2012 წლამდე დასრულდება.

ასევე, სამინისტრო გეგმავს, რომ მომავალი წლიდან ვიდეო-პაემნები დანერგოს და ალტერნატიული სასჯელების დანერგვის ხელშეწყობით მიზნით პატიმრებისთვის სამაჯურები შეიძინოს.

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის