ამერიკის ელჩი დღეს ზესტაფონში პროფკავშირების წარმომადგენლებს შეხვდება

ამერიკის შეერთეუბლი შტატების ელჩი დღეს, ზესტაფონში მეტალურგების, მეშახტეებისა და პედაგოგების პროფკავშირების რეგიონულ წარმომადგენლებს შეხვდება.
ამის შესახებ `ინტერპრესნიუსს~ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს. შეხვედრაში პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და პედაგოგთა პროფკავშირის ხელმძღვანელი მაია კობახიძე მიიღებენ მონაწილეობას.
სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებთან ერთად, საუბრის მთავარი თემებია სოციალური დიალოგი როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროებში, მათ შორის მეტალურგიულ, მეშახტეთა, განათლებისა და სხვა პროფკავშირებში.
`შეერთეუბლი შტატების მთავრობა მხარს უჭერს პროფკავშირული მოძრაობის განვითარებას საქართველოში. ბოლო წლების განმავლობაში ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით პროფკავშირების გაერთიანებამ რამდენიმე ერთობილივი პროექტი განახორციელა. ამერიკის საელჩოს მჭიდრო და რეგულარული კავშირი აქვს პროფაკავშირების გაერთიანებასთან თბილისში. ამჯერად ელჩი გეგმავს პირადად მოუსმინოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებს რეგიონებში და მათ პრობლემებს გაეცნოს~, _ აცხადებენ პროფესიული კავშირების გაერთიანებაში.

























