ვანის რაიონში "გალაკტიონობა" აღნიშნეს

ვანის რაიონში "გალაკტიონობა" აღნიშნეს

დღეს ვანის რაიონში გალაკტიონის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ტრადიციული სახალხო დღესასწაული "გალაკტიონობა" აღნიშნეს.

პოეტის მშობლიური სოფელი ჭყვიში და გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმი სტუმრებს დილიდან მასპინძლობს. ტაბიძეების კარმიდამოში სხვადასხვა ტიპის შემოქმედებითი ღონისძიებები გაიმართა. სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები მუზეუმის ყველა კუთხეში გალაკტიონის ლექსებს კითხულობდნენ. ადგილობრივმა გამგეობამ და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ გვირგვინებით შეამკეს პოეტის ძეგლი.

დღეს გალაკტიონ ტაბიძეს დაბადებიდან 119 წელი შეუსრულდა. მომავალ წელს, ვანის რაიონი პოეტი 120 წლის იუბილეს გრანდიოზულად შეხვდება. სახალხო ზეიმი ტრადიციულია და იგი საბჭოთა პერიოდიდან აღინიშნება. ზეიმში მონაწილეობა საქართველოს მწერლებმა მიიღეს.