ქართული ფიგურული სრიალის 50 წლის იუბილე დღეს აღინიშნება

ქართული ფიგურული სრიალის 50 წლის იუბილე დღეს აღინიშნება. 

იუბილესთან დაკავშირებით, მარინე ცერცვაძის სახელობის ფიგურული სრიალის დარბაზში საზეიმო ღონისძიება გაიმართება. დაგეგმილია საჩვენებელი გამოსვლები რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თბილისის, ბათუმისა და ზუგდიდის საციგურაო სკოლების აღსაზრდელები.

ღონისძიებას ფიგურული სრიალის ფედერაციის პრეზიდენტი გახსნის, ასევე მონაწილეებს მიესალმებიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ლადო ვარძელაშვილი, თბილისის მერი, გიგი უგულავა, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, გია ნაცვლიშვილი და ვეტერანი მოციგურავეები.

საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში საპატიო სიგელებით დაჯილდოვდებიან ყოფილი და მოქმედი მოციგურავეები და მწვრთნელები.

საქართველოში ფიგურულ ციგურაობას საფუძველი 1960 წელს ჩაეყარა. საქართველოს პირველი ჩემპიონატი კი 1961 წელს ჩატარდა.

განვლილი 50 წლის განმავლობაში საქართველოს წამყვანმა მოციგურავეებმა საერთაშორისო სპორტულ სარბიელზე არაერთ წარმატებას მიაღწიეს.

საქართველოს წარმომადგენლები სამჯერ ფლობდნენ საბჭოთა კავშირის თასს (1975-76 და 1987 წწ.). 1970 წლის შემდეგ ქართველი მოციგურავეები არაერთგზის გახდნენ საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებების პრიზიორები და გამარჯვებულები.

1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მოციგურავეები რეგულარულად იღებენ მონაწილეობას ევროპისა და მსოფლიო პირველობებზე.

ბოლო წლებში ფიგურულმა ციგურაობამ საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობებს შორის წამყვანი პოზიციები დაიკავა. უკანასკნელ წლებში მკვეთრად გაიზარდა სპორტის ამ სახეობის გეოგრაფია. გაიხსნა ყინულის სასახლეები და მოედნები ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში და მესტიაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს