იურიდიული დახმარების სამსახური სამცხე-ჯავახეთში მოღვაწე ადვოკატებს თანამშრომლობას სთავაზობს

იურიდიული დახმარების სამსახური სამცხე-ჯავახეთში მოღვაწე ადვოკატებს თანამშრომლობას სთავაზობს.

ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქმედი ადვოკატებისათვის იურიდიული დახმარების სამსახურის მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ახალციხის საკრებულოსა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა – რუსუდან ტაბატაძემ აღნიშნული პროექტის შესახებ დაწვრილებით ისაუბრა. ადგილობრივი იურისტები მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის ფორმირების პრინციპებსა და რეესტრში რეგისტირებული ადვოკატების ანაზღაურების სისტემას გაეცნენ.

იურიდიული დახმარების სამსახურის მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრი წარმოადგენს მონაცემთა ბაზას იმ ადვოკატებისა, რომლებმაც საბიუჯეტო ანაზღაურების საფუძველზე მოქალაქეთათვის უფასო საადვოკატო მომსახურების გაწევის სურვილი გამოთქვეს. რეესტრში რეგისტრირებულ საზოგადოებრივ ადვოკატს იურიდიული დახმარების ბიურო და საკონსულტაციო ცენტრი მოიწვევს იმ შემთხვევაში, როდესაც ბიუროს ან საკონსულტაციო ცენტრს დახმარებისთვის დაპირისპირებული მხარეები მიმართავენ.; ასეთ დროს ბიუროს თანამშრომელი ადვოკატი ერთ მხარეს დაიცავს, ხოლო მეორე მხარეს დამცველად მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნება. იმ რეგიონებში, სადაც იურიდიული დახმარების ბიურო არ ფუნქციონირებს, სისხლის სამართლის საქმეებზე საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრიდან ადვოკატის დანიშვნას იურიდიული დახმარების სამსახურის საკონულტაციო ცენტრები უზრუნველყოფენ.

იურიდიული დახმარების სამსახური მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატს სისხლის სამართლის საქმეში ჩართვისათვის ერთჯერადად ფიქსირებულ თანხას გადაუხდის. გარდა ამისა, ანაზღაურდება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ადვოკატის მიერ განხორციელებული თითოეული მოქმედება. რეესტრში დარეგისტრირების სურვილი 300-ზე მეტმა კერძო ადვოკატმა უკვე გამოთქვა.;

იურიდიული დახმარების სამსახურის 10 ბიურო და 2 საკონსულტაციო ცენტრი კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის რეგიონებსა და თბილისში ფუნქციონირებს. სამსახურის დირექტორის; – რუსუდან ტაბატაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დონორ ორგანიზაციებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალციხეში -; იურიდიული დახმარების ბიუროს, ხოლო ახალქალაქში საკონსულტაციო ცენტრის ამოქმედებისათვის ფინანსური რესურსების გამოყოფის შესახებ.

;

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს