"პეპსის" გენერალური დირექტორი დავით ლომჯარია ჰიპერმარკეტ "გუდვილში", კომპანიის საახალწლო აქციის "MP3 პლეერი ყოველ 5 წუთში" გამარჯვებულებს საჩუქრებს გადასცემს და 2010 წლის შედეგებს შეაჯამებს.
კომპანია "პეპსის" მენეჯმენტის განცხადებით, საახალწლო აქცია "MP3 პლეერი ყოველ 5 წუთში" წარმატებით მიმდინარეობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიაში განუცხადეს, აქციის პოპულარობა გამოიწვია პრიზმა – MP3 პლეერმა და მისი მოგების მარტივმა მექანიზმმა, რომლის დანერგვის შედეგად, ყოველ 5 წუთში გაიცემა ერთი საჩუქარი. "პეპსიში" აღნიშნავენ, რომ კომპანიაში შემოდის ბავშვების მიერ დაწერილი მადლობის წერილები.
წამახალისებელი აქცია – "მოიგე MP3 პლეერი ყოველ 5 წუთში" ერთი კვირის წინ დაიწყო და 14 იანვრამდე გასტანს. ამ დროის განმავლობაში 4800 ცალი MP3 პლეერი გათამაშდება. "პეპსის" პროდუქტების ყვითელი თავსახურის ქვეშ მოცემული კოდი უნდა გაიგზავნოს SMS-ის სახით ნომერზე 3939 და ხუთი წუთის მანძილზე შემოსულ ნომრებს შორის გათამაშდება ერთ MP3 პლეერი.
"პრიზიდან გამომდინარე აქციაში ძირითადად ბავშვები და თინეიჯერები მონაწილეობენ. მასშტაბური სარეკლამო აქციაც სწორედ მათზე იყო გათვლილი და აღსანიშნავია, რომ კომპანია "პეპსიმ" პირველად გამოიყენა ინტერნეტ რეკლამა, რომელმაც მოსალოდნელზე უფრო მეტი შედეგი აჩვენა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ჩვენი მეორე წარმატებული SMS აქცია, პირველი ზაფხულში განხორციელდა, თუმცა ამჟამინდელი აქციის რეზონანსი გასცდა საქართველოს ფარგლებს. სს "იბერია რეფრეშმენტსის" წარმატებული SMS აქციით "Pepsico International"-ი დაინტერესდა" – აცხადებს კომპანიის მარკეტინგის და გაყიდვების მენეჯერი ლევან კასრაძე.
მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ SMS აქციები სიახლე არ არის, ინტერესი გამოიწვია უშუალოდ აქციის კონცეფციამ. "Pepsico International"-ი გეგმავს აქციის მექანიზმის სხვა ქვეყნებში დანერგვას. სავარაუდოდ პირველ ეტაპზე ამ ტიპის პრომო აქციები დსთ-ს ქვეყნებში განხოციელდება.
დავით ლომჯარიას შეფასებით, 2010 წელი კომპანიისათვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ბაზრის წილი ივნისიდან ოქტომბრამდე 5 პროცენტით გაიზარდა და 35% შეადგინა, რაც განაპირობა კომპანიაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა, "პეპსის" რებრენდინგმა, "პეპსი მაქსის" გამოშვებამ, რომელმაც ქართველი მომხმარებლების ლოიალურობა დაიმსახურა, და ასევე მომხმარებელზე გათვლილმა პრომო აქციებმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"