თბილისის #175-ე საჯარო სკოლაში ახალი საცურაო აუზი იხსნება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე ხვალ, მუხიანში, თბილისის #175-ე საჯარო სკოლაში ახალ საცურაო აუზს გახსნის.

აუზის რეაბილიტაცია კომპანია "როიალ 2009"-მ განახორციელა. აუზი მუხიანის დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მოსწავლეებს გარკვეული შეღავათებით მოემსახურება. შეღავათებით ისარგებლებენ #175-ე სკოლის მასწავლებლებიც.

გარდა ამისა, სკოლის 300-მდე მოსწავლეს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, უფასოდ ჩაუტარდებათ ცურვისა და წყალბურთის გაკვეთილები. ღონისძიების ფარგლებში, წახალისების მიზნით, ამავე სკოლის რამდენიმე წარჩინებულ მოსწავლეს უფასო აბონიმენტები გადაეცემათ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში