"ეროვნული ფორუმი" სახალხო კრების მიერ არჩეულ ორგანოებში უფლებამოსილებას დროებით იჩერებს

"ეროვნული ფორუმის" წარმომადგენლები სახალხო კრების მიერ არჩეულ ორგანოებში თავიანთ უფლებამოსილებას დროებით იჩერებენ.

როგორც პარტიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო კრება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არის ბოლო დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებაში და ის არ უნდა გადაიქცეს პოლიტიკური ბატალიების ასპარეზად.

"სახალხო კრების იდეა და გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცესი არ უნდა შეეწიროს მსხვერპლად პოლიტიკურ ინტერესთა შეხლა-შემოხლას, კონკურენციას", - მიიჩნევენ "ფორუმელები".

"ეროვნული ფორუმი" მხარს უჭერს კრების საყოველთაოობას, რისი მიღწევაც, მათი აზრით, შესაძლებელია, მხოლოდ ფართო სამოქალაქო თანხმობის საფუძველზე.

"მხოლოდ სამოქალაქო შეთანხმებამ შეიძლება შექმნას სხვადასხვა მიმართულებით რეალური საზოგადოებრივი დაკვეთა, რომლის განხორციელების პოლიტიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობის აღებას შეძლებდნენ პოლიტიკური პარტიები, ისინი, ვინც აღიარებენ სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნას", - ნათქვამია განცხადებაში.

"ეროვნული ფორუმი" იზიარებს წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის ცალკეული წევრების პოზიციას ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოებისათვის უპირატესობის მინიჭების, შეძენილი პოლიტიკური აქცენტების, ტვირთისა და გავლენის გარეშე საქმიანობის შესაძლებლობის მიცემის თაობაზე.

პარტისს განცხადებით, ამან უნდა მისცეს კრებას საშუალება, მიაღწიოს ისეთ მასშტაბურ, საფუძვლიან სამოქალაქო თანხმობას და კონსოლიდაციას საზოგადოების აქტიურ ნაწილში, რომლის პოლიტიკურ სტრატეგიად ქცევის და აღსრულების დროც მოვა.

მანამდე კი, "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენლები, იჩერებენ თავიანთ უფლებამოსილებას 25 ნოემბრის სახალხო კრებაზე არჩეულ ორგანოებში: სათათბირო დარბაზში, აღმასრულებელ საბჭოსა და მის მიერ შექმნილ სტრუქტურებში, რათა არაპოლიტიკურ შემადგენლობას დარჩეს პოლიტიკურად მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და საქმიანობის წარმართვის თავისუფლება.

"ეროვნული ფორუმი" მუშაობას განაგრძობს პარტიულ ფორმატში. კრებასთან ურთიერთობა, თანამშრომლობა აგებული იქნება პრინციპზე: ხელი შევუწყოთ და არ შევუშალოთ.", - აღნიშნულია განცხადების ტექსტში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა